ქვეყნები, სადაც ინტერნეტი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

ქვეყნები, სადაც ინტერნეტი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

01-06-2025 20:33
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 715

60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტის საფასური Numbeo-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში 16.88 დოლარს შეადგენს. აღნიშნული ფასით საქართველომ 124 ქვეყანას შორის მე-100 ადგილი დაიკავა.

მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ინტერნეტი ყველაზე ძვირი სომხეთში, ყველაზე იაფი კი რუსეთშია. კერძოდ:

  • სომხეთი - 20.84 დოლარი (89-ე ადგილი);
  • თურქეთი - 13.76 დოლარი (110-ე ადგილი);
  • აზერბაიჯანი - 15.14 დოლარი (106-ე ადგილი);
  • რუსეთი - 8.04 დოლარი (122-ე ადგილი).

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს, 5 ქვეყანა, სადაც 60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

  • პაპუა-ახალი გვინეა - 211.18 დოლარი;
  • კუბა - 210.78 დოლარი;
  • ეთიოპია - 157.67 დოლარი;
  • კამერუნი - 130.29 დოლარი;
  • მოზამბიკი - 103.33 დოლარი.

იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც ინტერნეტი სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია, ასეთია:

  • უკრაინა - 6.12 დოლარი;
  • ირანი - 7.73 დოლარი;
  • რუსეთი - 8.04 დოლარი;
  • ინდოეთი - 8.06 დოლარი;
  • ვიეტნამი - 8.95 დოლარი.


მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე