საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს

01-06-2025 21:23
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 631

საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მათგან 49 178 6 წლამდე, ხოლო 140 778 6-დან 18 წლამდე ასაკისაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების უმეტესობა რეგისტრირებულია თბილისში.

რეგიონების მიხედვით საარსებო შემწეობის მიმღები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:

  • თბილისი - 49 023;
  • გურია - 5 689;
  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 1 122;
  • კახეთი - 17 497;
  • იმერეთი - 19 936;
  • მცხეთა-მთიანეთი - 3 656;
  • სამეგრელო -ზემო სვანეთი -16 836;
  • სამცხე ჯავახეთი - 5 005;
  • ქვემო ქართლი - 37 352;
  • შიდა ქართლი - 16 304;
  • აჭარა - 17 536.

ინფორმაციისთვის, აპრილში, საქართველოში საარსებო შემწეობას სულ 237 797 ადამიანი იღებდა.

შენიშვნა: ფულადი ბენეფიტის მიმღები ოჯახები/პირები, რომელთა ოჯახიდან მინიმუმ ერთი წევრი მაინც მონაწილეობს „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ და ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ყველა წევრს (არასრულწლოვანი წევრის ჩათვლით) 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია და „საარსებო შემწეობის“ მიღების უფლება.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე