ქვეშეთი-კობის გზის სამშენებლო სამუშაოებისას სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოიშლას, სამშენებლო კომპანიის ოთხი თანამშრომელი ემსხვერპლა, ერთი პირი კი კლინიკაშია გადაყვანილი

ქვეშეთი-კობის გზის სამშენებლო სამუშაოებისას სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოიშლას, სამშენებლო კომპანიის ოთხი თანამშრომელი ემსხვერპლა, ერთი პირი კი კლინიკაშია გადაყვანილი

11 წუთის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 52

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი - თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები - მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში.

„ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე