„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა - შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა - შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები

14 წუთის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა RSS
პოსტი ნახა: 3

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 -მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა.

მათივე ინფორმაციით, “ქართული ოცნების” შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებში სექტემბერში განსაკუთრებით ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიები.

„განსაკუთრებით ჭარბობენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების უმსხვილეს ტენდერებს იგებენ. მათ ბოლო 10 წელიწადში 2.49 მილიარდი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული, ხოლო 2024-2025 წლებში — 581 მილიონის. ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა 12-მა შემომწირველმა „ქართულ ოცნებას“ 570,000 ლარი შესწირეს.

შემოწირულობების შესახებ მეტი ინფორმაცია, ასევე შემწირველთა ბიზნესინტერესებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ ცნობები მოიძიეთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.politicaldonations.ge “ - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე