რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად? - ინტერვიუ ვახტანგ კობალაძესთან.

რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად? - ინტერვიუ ვახტანგ კობალაძესთან.

02-10-2024 06:16

რა როლი ეკისრებათ სახელმწიფოს და ბიზნეს ოპერატორებს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში, როგორ გვეხმარება ევროკავშირი სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაში, რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, - ამ კითხვებს პასუხობს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი - ვახტანგ კობალაძე.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების დაახლოებით 40 000 შემთხვევა აღირიცხება. სურსათი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლის მოხმარების შედეგადაც ადამიანი შეიძლება ერთბაშად არ მოიწამლოს, მაგრამ ამ ნივთიერებების სისტემატური მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მას რაიმე მძიმე დაავადება განუვითარდეს. სურსათის უვნებლობაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა თავად მწარმოებელს ეკისრება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი ინფორმირებული იყოს სურსათის უვნებლობის საკითხებზე, რათა თავად შევძლოთ საფრთხის შემცველი სურსათისგან თავის დაცვა. ცხადია, ამგვარი საფრთხისგან 100%-ით თავის დაცვა შეუძლებელია, მაგრამ რაც უფრო ფრთხილად და ყურადღებით ვიქნებით, მით უფრო ნაკლებია სურსათით მოწამვლისა და დაავადების ალბათობა. სურსათის უვნებლობის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია აცნობოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501 სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!

პოსტი ნახა: 63


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!