გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის გაფენისას გადმოვარდა

გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის გაფენისას გადმოვარდა

03-10-2024 07:00

გორში მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.

დაშვებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკაში მას ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა ამ მომენტისთვის სტაბილურად მძიმეა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კომბინატის ტერიტორიაზე გუშინ, გვიან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალს სარეცხის გაფენის დროს ფეხი დაუცდა და სწორედ მაშინ გადმოვარდა. დაშავებულს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 

მომხდარზე გამოძიება სსსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

პოსტი ნახა: 572


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!