სტრესი, შფოთვა და დეპრესია ადამიანებს გასულ საუკუნეებშიც აწუხებდათ, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში ის ერთ-ერთ წამყვან პრობლემად იქცა.
დაძაბული ცხოვრების რიტმი, კომპიუტერთან განუსაზღვრელი დროის გატარება, სტრესული სამუშაო გარემო თუ სხვა მიზეზები ადამიანის ნერვულ სისტემას ვნებს და საბოლოოდ უამრავი დაავადების მიზეზად გვევლინება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანმა სწორად და დროულად შეძლოს სტრესის მართვა — მოიწესრიგოს ძილისა და კვების რეჟიმი, ნაკლები დრო გაატაროს კომპიუტერთან და გაჯეტებთან, ივარჯიშოს, ისეირნოს და შეძლებსდაგვარად გაერიდოს სტრესულ სიტუაციას. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც ადამიანს სტრესთან გამკლავებაში დაეხმარება.
ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ვაგოსტაბილი, რომელიც სამკურნალო მცენარეებისა და მინერალების ექსტრაქტებისგან შედგება და უსაფრთხოა.
ვაგოსტაბილის შემადგენლობა
ვაგოსტაბილი სამკურნალო მცენარეებისა და მინერალების ექსტრაქტების კომბინაციას წარმოადგენს და თითოეული მათგანი უნიკალურია თავისი მოქმედების მექანიზმით.
მასში შემავალი კუნელი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებსა და კაპილარებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის დასტაბილურებას. მელისა — ავლენს სედატიურ, ანტისპაზმურ, ჰიპოტენზიურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას. კალციუმი — აუცილებელია გულის სტაბილური მუშაობისთვისა და ნერვული იმპულსების გადაცემისთვის, ასევე მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ფორმირებასა და სისხლის შედედების პროცესში. ხოლო მაგნიუმი დადებითად მოქმედებს ნერვული იმპულსის გადაცემაზე, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
სწორედ ამიტომ, პრეპარატს თითქმის არ გააჩნია უკუჩვენებები და მისი მიღება რეკომენდებულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. თუმცა მნიშვნელოვანია, ბავშვებისთვის საჭირო დოზა ექიმმა პედიატრმა განსაზღვროს.
რა შემთხვევებში და რა დოზებით უნდა მიიღოთ ვაგოსტაბილი?
ვაგოსტაბილი ეფექტიანია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა:
• ნევრასთენიის ისეთი ფორმები, რომლებსაც თან ახლავს შფოთვა, გაღიზიანება, დაღლილობა, გაფანტულობა და ა.შ.;
• ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები;
• კლიმაქტერული სინდრომი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები;
• ნეიროცირკულატორული დისტონია.
რაც შეეხება პრეპარატის დოზირებას:
• მოზრდილებში შფოთვის, დაძაბულობისა და გაღიზიანების დროს, ინიშნება 2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
• ძილის დარღვევების დროს რეკომენდებული დოზაა 2 ტაბლეტი სადილის დროს და 2 ტაბლეტი ძილის წინ;
• ბავშვებში, ძილის დარღვევების შემთვევაში, ინიშნება 1 ტაბლეტი სადილის დროს და 1 ტაბლეტი ძილის წინ.
ვაგოსტაბილის მიღება სრულიად უსაფრთხოა ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში. თუმცა ასეთ შემთხვევებში წამლის დოზები ინდივიდუალურად, მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს
ვაგოსტაბილი ბავშვებში
ვაგოსტაბილი დამამშვიდებელი პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ბავშვებში ისეთი სიმპტომების შესამცირებლად, როგორებიცაა უძილობა, გაღიზიანებადობა და სტრესი.
პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ინდივიდუალურ რეაქციებზე. ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებში განსაკუთრებული სიფრთხილითა და პედიატრის რეკომენდაციით უნდა მოხდეს.