რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს

რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს

14-02-2025 14:22
კატეგორიები: პოლიტიკა

ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს - ასე აფასებს ევროპარლამეტის მიერ მიღებულ კრიტიკულ დოკუმენტს "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი.

იონათამიშვილი იმასაც ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია მის მხარდამჭერებს კრიმინალური სისტემის თანამზრახველებად აქცევს.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა მის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამზრახველობას ნიშნავს. ამიტომ თითოეულმა მათგანმა, ვიდრე პროვოკაციას აჰყვება, კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, თუ ვის და რას უჭერს სინამდვილეში მხარს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პოსტი ნახა: 396


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!