WSJ - ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები და სამხედრო მოქმედებები გამოიყენოს, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება

WSJ - ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები და სამხედრო მოქმედებები გამოიყენოს, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება

14-02-2025 14:27
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები და სამხედრო ქმედებები გამოიყენოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმების დადებას უკრაინასთან, რომელიც უზრუნველყოფს კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

„არსებობს ბერკეტების სისტემის ეკონომიკური ინსტრუმენტები და, რა თქმა უნდა, არსებობს ბერკეტების სისტემის სამხედრო ინსტრუმენტები. არსებობს მრავალი ფორმულირება, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამოცემასთან ინტერვიუში.

ამასთან, მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ აპირებს შეხვედრაზე თვალდახუჭული წასვლას.

„ის აპირებს თქვას: „ყველაფერი მაგიდაზეა, მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

პოსტი ნახა: 357


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!