რატი იონათამიშვილი - გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს ცვლის

რატი იონათამიშვილი - გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს ცვლის

21 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს ცვლის, ამიტომ ძალიან გაუგებარი და ღიმილისმომგვრელი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებმა „რადიკალური ოპოზიციის სასოწარკვეთილება და ნიჰილიზმი კიდევ უფრო გაამძაფრა“, ვინაიდან ის გადაწყვეტილებები, რისი ძალიან დიდი მოლოდინი და სურვილი ჰქონდათ რომ დამდგარიყო, როგორც ჩანს, განხილვაშიც არ ყოფილა.

„რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვას - ეს ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს ცვლის. ამიტომ ძალიან გაუგებარი და ღიმილისმომგვრელი იქნება. რაც მთავარია ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანობა იმარჯვებს ყველა შემთხვევაში და ყველა ეტაპზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდამჭერი პოზიციების მქონე ქვეყნების რიცხვი გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს დინამიკა კიდევ უფრო პოზიტიური იქნება," - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.

პოსტი ნახა: 103


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!