მამუკა მდინარაძე - დღეს რომ წყნარად ვლაპარაკობთ და ერთმანეთს ბარბარობას ვულოცავთ, არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ 28 ნოემბერს, სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებით რისკები დავაზღვიეთ

მამუკა მდინარაძე - დღეს რომ წყნარად ვლაპარაკობთ და ერთმანეთს ბარბარობას ვულოცავთ, არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ 28 ნოემბერს, სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებით რისკები დავაზღვიეთ

23 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

28 ნოემბრის განცხადება რომ არა და ის ინფორმაცია, რაც ქართულ საზოგადოებას 28 ნოემბრის შემდეგ მიეწოდა, წარმოიდგინეთ გუშინ რა შეიძლება მომხდარიყო. აგენტურული ოპოზიციის მიერ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად დალაგებული გეგმა, რომელიც მოქმედებაში შეიძლება სანახევროდ ან მეოთხედი მოვიდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებით რისკები დააზღვია.

„28 ნოემბრის განცხადება რომ არა და ის ინფორმაცია, რაც ქართულ საზოგადოებას 28 ნოემბრის შემდეგ მიეწოდა, წარმოიდგინეთ გუშინ, რა შეიძლება მომხდარიყო. აგენტურული ოპოზიციის მიერ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად დალაგებული გეგმა, რომელიც მოქმედებაში შეიძლება სანახევროდ ან მეოთხედი მოვიდა.

დაწყებული ისეთი ტექნიკური საკითხიდან, როგორიც იყო მათი ოფისებიდან მომარაგება პიროტექნიკით, შურდულებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“ და ა.შ. ანუ მომზადება ახალი დაწყებული იყო, როცა ეს განცხადება 28 ნოემბერს გაკეთდა. წარმოვიდგინოთ გუშინდელი დღე, ხომ აღარაფერი მოხდა? - თუ ღამით რუსთაველზე გაივლიდით [იყო] ანთებული ნაძვის ხე, ილუმინაციები და ა.შ. გუშინ, აქ იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება, გაცილებით დიდი, ვიდრე წინა დღეებში გვქონდა, რაც არავის მოგვეწონა. არავის არ მოსწონს დაპირისპირება პოლიციისა და მომიტინგეების, ძალადობა, ამ ძალადობის გადამეტება, თუ არ გადამეტება, თუ ლეგიტიმური გარკვეული ძალის გამოყენება. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს პოლიციის მიმართ ის ძალადობის ფაქტები, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, მაგრამ გადაზღვევა იყო იმდენად საჭირო, დროული, პრევენციული და დასწრებითი, რომ ჩვენ დღეს აქ რომ წყნარად ვლაპარაკობთ და ერთმანეთს ბარბარობას ვულოცავთ, არის იმის დამსახურება (გადაჭარბების გარეშე), რომ ჩვენ დავაზღვიეთ მაქსიმალურად ჩვენი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებით რისკები.

გუშინდელ დღეს თუ დააკვირდით, საერთოდ სიტყვა აღარავის დაუძრავს მოლაპარაკების თემაზე. ვინმემ ახსენა? სადმე გახსენდებათ, რომ მოლაპარაკების თემა ვინმეს ეხსენებინოს? - გუშინდელი დღის ნარატივი უნდა ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რაც პრაქტიკულად გამორიცხული იყო, მაგრამ ეს იქნებოდა პირველი ნაპერწკალი და მათი გეგმის მიხედვით, ყველაფერი უნდა დანგრეულიყო. ამასთან, მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმა, ეს უნდა ყოფილიყო მეორე მთავარი ნარატივი. რას მოაწყობდნენ და მოახდენდნენ, ალბათ, დღეს ძალიან კარგად ხელისგულზე დევს“, - განაცხადა მდინარაძემ.

პოსტი ნახა: 70


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!