რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთში ტყის ხანძრების გაჩენის გამო 38 ადამიანი დააკავეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთში ტყის ხანძრების გაჩენის გამო 38 ადამიანი დააკავეს

29-07-2025 13:15
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 464

თურქეთში ტყის ხანძრების გაჩენის გამო 38 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიმდინარე ზაფხულში ტყის ხანძრების 96% ადამიანების შეცდომის შედეგად გაჩნდა.

„1 ივნისის შემდეგ, 149 ეჭვმიტანილი დააკავეს. 38 ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში 27 სპეციალური თვითმფრინავი, 105 ვერტმფრენი, 6000 ერთეული სახმელეთო ტექნიკა და 25 000 მეხანძრეა ჩართული.

ცნობისთვის, ივნისის ბოლოდან დღემდე, თურქეთში ტყის ხანძრების მსხვერპლთა რიცხვი 17-ს აღწევს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე