რეზა ფეჰლევი მომიტინგეებს - ნუ მიატოვებთ ქუჩებს - პრეზიდენტი ტრამპი ყურადღებით აკვირდება თქვენს აღუწერელ სიმამაცეს და განაცხადა, რომ მზადაა დაგეხმაროთ.  „ქუჩებს ნუ მიატოვებთ. ჩემი გული თქვენთანაა“, - აღნიშნა რეზა ფეჰლევიმ. ირანის უკანასკნელი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის განცხადებით, მომიტინგეებმა მნიშვნელოვნად დაასუსტეს ირანის რეჟიმი.

6 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 55

ირანის უკანასკნელი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის განცხადებით, მომიტინგეებმა საპროტესტო აქციებით მნიშვნელოვნად დაასუსტეს ირანის რეჟიმი.

მან მომიტინგეებს კიდევ ერთხელ მიმართა და საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ქუჩებს ნუ მიატოვებთ. ჩემი გული თქვენთანაა“, - აღნიშნა რეზა ფეჰლევიმ.

მისი თქმით, მსოფლიო მხარს უჭერს ირანში მიმდინარე რევოლუციას და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა ირანელ ხალხს დაეხმაროს.

„დღეს მსოფლიო თქვენს ეროვნულ რევოლუციას უჭერს მხარს და აღფრთოვანებულია თქვენი გამბედაობით. კერძოდ, პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს აღუწერელ სიმამაცეს და განაცხადა, რომ მზადაა დაგეხმაროთ“, - განაცხადა რეზა ფეჰლევიმ.

დასავლური მედია წერს, რომ ირანში ინტერნეტის გათიშვა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფაჰლავის გზავნილზე წვდომას.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე