ცნობილი თურქი მსახიობი ჯან იამანი დააკავეს. სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ღამით ჩატარდა და ცხრა ღამის კლუბის რეიდს მოიცავდა, შვიდი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ცნობილი თურქი მსახიობი ჯან  იამანი და მსახიობი სელენ გორგუზელი.

7 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 48

სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ღამით ჩატარდა და ცხრა ღამის კლუბის რეიდს მოიცავდა, შვიდი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ცნობილი თურქი მსახიობი ჯან  იამანი და მსახიობი სელენ გორგუზელი. 

თურქული მედიის  ცნობით, შაბათს ჯან იამანი და სელენ გორგუზელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაიყვანენ სისხლის ანალიზის ჩასატარებლად.

გამოძიებას სტამბოლის მთავარი პროკურატურის კონტრაბანდის, ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულების საგამოძიებო ბიურო აწარმოებს.

პროკურორის მითითებით, პოლიციის დანაყოფებმა შუაღამის შემდეგ სტამბოლში მდებარე ცხრა ღამის კლუბში ჩაატარეს რეიდები. ოპერაციის დროს რამდენიმე ობიექტზე ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს.

დაკავებულები არიან აღნიშნული დაწესებულებების მფლობელები, მენეჯერები, ასევე პირები, რომლებიც ნარკოტიკებთან აღმოჩენილ მასალებს უკავშირდებიან.

როგორც ირკვევა, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შეტყობინება და ჩვენება, რომლის მიხედვითაც ჯან იამანი ნარკოტიკებს მოიხმარდა.

იამანი ცნობილი თურქი მსახიობი და მოდელია, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა სატელევიზიო სერიალებით მოიპოვა.

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის ცნობით, აქციების დროს სულ მცირე 78 მომიტინგე დაიღუპა და 2 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  60 საათზე მეტია ირანში ინტერნეტთან წვდომა არ არის და სატელეფონო ხაზები გათიშულია.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
რეზა ფეჰლევი მომიტინგეებს - ნუ მიატოვებთ ქუჩებს - პრეზიდენტი ტრამპი ყურადღებით აკვირდება თქვენს აღუწერელ სიმამაცეს და განაცხადა, რომ მზადაა დაგეხმაროთ.  „ქუჩებს ნუ მიატოვებთ. ჩემი გული თქვენთანაა“, - აღნიშნა რეზა ფეჰლევიმ. ირანის უკანასკნელი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის განცხადებით, მომიტინგეებმა მნიშვნელოვნად დაასუსტეს ირანის რეჟიმი.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე