„რიყის დოქების“ მფლობელი კვლავ შეიცვალა

„რიყის დოქების“ მფლობელი კვლავ შეიცვალა

3 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 135

„რიყის დოქების“ მფლობელი კვლავ შეიცვალა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, „რიყე დომ“-ის მესაკუთრემ კომპანია 2025 წლის 3 ივნისს გაასხვისა. ამის შესახებ ინფორმაციას BPN ავრცელებს.

„უფრო კონკრეტულად, რეესტრში შესული განაცხადიდან ირკვევა, რომ შპს „ნ.გ.ბ-მ“ მიმართა რეესტრს, რათა „რიყის დოქების“ მესაკუთრე კომპანიაში - შპს „რიყე დომ-ში“ მისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გადასცემოდა შპს „მაქრო ფროფერთის“.

ამავე მონაცემების მიხედვით, „მაქრო ფროფერთმა“ „რიყე დომ-ში“ წილები 2 840 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამასთანავე, წილების ახალი მესაკუთრე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ „რიყე დომს“ GLOBAL VICTORY TRUST-თან ფინანსური ვალდებულება აქვს და აცხადებს, რომ სამ ეტაპად გადაუხდის კომპანიას ჯამში 10.6 მილიონ ლარს.

შპს „მაქრო ფროფერთი“ სამეწარმეო რეესტრში 2025 წლის აპრილში დარეგისტრირდა. კომპანიაში დირექტორის პოზიციას იკავებენ ბიზნესმენი მიხეილ ტყეშელაშვილი და თურქეთის მოქალაქე ომერ ქირაჩი. წილებს სრულად ფლობს შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“. თავის მხრივ, 2013 წელს რეგისტრირებული „მაქრო ქონსთრაქშენის“ წილებს სრულად ფლობს თურქეთის მოქალაქე ემინ უჩარი.

ცნობისთვის, 2025 წლის 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელი შპს „რიყე დომ“ გახდა. სამეწარმეო რეესტრში „რიყე დომ“ 2025 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ ნ.გ.ბ“ არის, ხოლო დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. თავის მხრივ, შპს „ნ.გ.ბ.” - მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე კოპალიანია.

გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა. 2022 წლის დეკემბერშივე ხიდაშელმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა 2025 წლის მაისამდე „რიყის დოქები“ კვლავ მის მფლობელობაში რჩებოდა“, - წერს BPN.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე