„რიკოთის გზაზე დამატებით 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა“ - როდის გაიხსნება სურამის შემოვლითი გზა

„რიკოთის გზაზე დამატებით 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა“ - როდის გაიხსნება სურამის შემოვლითი გზა

5 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 161

რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, საუბარია ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა და დაიწყება ამავე მონაკვეთზე არსებული ძველი გზის მაგისტრალურ გზად რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2 ზოლიანი ჩქაროსნული გზა და 5 ახალი ხიდი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალი სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, სოხაძემ ისაუბრა სურამის შემოვლითი გზის შესახებაც და აღნიშნა, რომ გზის ამ მონაკვეთის გახსნა ივლისის ბოლომდე იგეგმება.

„ივლისის ბოლოს ვგეგმავთ სურამის შემოვლითი გზის გახსნას, რაც ტურისტულ სეზონზე გაამარტივებს დასავლეთის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებას”, - განაცხადა მედიასთან საუბრისას რევაზ სოხაძემ.

ინფორმაციისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა (51 გვირაბითა და 97 ხიდით). ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რომელმაც 8 კმ-ით შეამცირა მგზავრობის მანძილი და გაანახევრა გადაადგილების დრო. ჯამში რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 96%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

ცნობისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკის (WB) სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე