გიორგი ვაშაძე - წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე - კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ, არც ახლა, არც მერე, ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე

გიორგი ვაშაძე - წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე - კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ, არც ახლა, არც მერე, ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 246

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ფარსში მონაწილეობას“ არ აპირებს.

კერძოდ, გიორგი ვაშაძე ეხმაურება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომას, რომელზეც კომისიის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის გარდა, იგეგმება პოლიტიკოსების - მამუკა ხაზარაძის და ნიკა გვარამიას ჩართვაც, რომელთაც უკვე განაცხადეს წერილობითი უარი.

„წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე.

კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე!“, - წერს ვაშაძე წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. გიორგი ვაშაძე იმავე დღეს პარტიის ოფისში დააკავეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე