როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს. ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო - აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 21

როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს. ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო - აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ალიანსზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომლებიც ამბობენ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაა“.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან.

„ოპოზიციის ალიანსი არის საქართველოს მილიონი მოქალაქის, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი. დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ არის პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება და არამხოლოდ, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ სენის წინააღმდეგ, რომელიც სჭირს საქართველოს. არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, ეს იქნება ხალხის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ყველა ჯგუფის გაერთიანება, რომ ეს რუსული რეჟიმი ჩამოვაშოროთ ქვეყანას. როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს.

ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო. არა წარსული, არამედ აწმყო და მომავალი. აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, კონსოლიდაციას, რათა მომავალში უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ეს არის მთავარი ამოცანა.

დღეს განვსაზღვრეთ სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფები, რეგიონული და საარჩევნო ჯგუფების შემადგენლობა. ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან”,- აღნიშნავს ბეჟაშვილი.

გარდა ამისა, ლევან ბეჟაშვილი აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„მერწმუნეთ, ის წარმომადგენლობა, რომელიც ჩამოთვლილია, არ უზრუნველყოფს და არ ადასტურებს, რომ ეს არის წარმომადგენლობითი დელეგაცია. ამაზე დიდი ილუზია ნუ ექნება „ქართულ ოცნებას“. ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რასაც ყოველთვის იღებდნენ, მათ უნდა უზრუნველყონ ამ ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების განმტკიცება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. ამ გზავნილს ისინი აუცილებლად მიიღებენ“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი: კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვამდე გასამართი სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. ამ დრომდე ცერემონიის დაწყების ახალი დრო ცნობილი არ არის. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ცერემონიის გადადება შეიძლება უკავშირდებოდეს გლოვის ცერემონიისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ირანის მედიის ცნობით, გლოვის ცერემონია სამ დღეს უნდა გაგრძელდეს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე