თბილისის საქალაქო სასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი: კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

04-03-2026 15:09
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 111

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი: კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ამით მოსამართლე თამარ მახარობლიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე, ბრალდებულებმა პოლიციელთა მიმართულებით ძალადობა განახორციელეს, მათ შორის სცადეს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება. ამასთან, პროკურორმა როინ ხინთუბიძემ ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზეც მიუთითა.

პროკურატურის ბრალდებას არ იზიარებდა დაცვის მხარე. მათი მტკიცებით, აქციაზე ბრალდებულების მიზანი არ ყოფილა სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება ან ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. მათი თქმით, ბრალდებულები აქციაზე საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე გავიდნენ. პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა.

„ეს ადამიანები უკანონო პატიმრები არიან მათივე დაკავების დღიდან და დღესაც ასეა. ეს ადამიანები არალეგიტიმური, კოლაბორანტი ხელისუფლების მიმართ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას. მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს. არცერთი ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესზე.

საბოლოოდ კი, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ცამეტივე პირი პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები და საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.  78 - მომხრე, 9 - წინააღდეგი - ასეთი იყო მესამე მოსმენით გამართული კენჭისყრის შედეგი.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს. ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო - აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე