როგორც იქნა ვიპოვე ჩემი თავი და წარმოვადგინე სუს-ში- ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი არ მაქვს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.  როგორც თარგამაძემ აღნიშნა, სათქმელი ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ არ იცის, მოუსმენენ თუ არა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 15

როგორც იქნა ვიპოვე ჩემი თავი და წარმოვადგინე სუს-ში- ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი არ მაქვს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, სათქმელი ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ არ იცის, მოუსმენენ თუ არა.

„მოგესალმებით, როგორც იქნა ვიპოვე ჩემი თავი და წარმოვადგინე სუს-ში. არ მჭირდება არანაირი სასამართლო, მითუმეტეს კიდევ დამატებით სუს-ის კონტროლირებადი ერთი ფიგურა მოსამართლე არ მჭირდება, რომ ამათ დაველაპარაკო. სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, არ ვიცი მომისმენენ თუ არა. მაგალითად ის, რომ მიხედონ საქმეს.

ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი არ მაქვს. მათ აქვთ დასასაბუთებელი, რატომ დამიძახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით, იმის ნაცვლად რომ საქმეს მიხედონ, როდესაც აქ ჰკითხავენ ჩემნაირ ადამიანებს. 300 კაცი უდგათ, რომელიც მზად არის აიათოლას ბრძანების შესასრულებლად. წავიდნენ, 300 ადამიანი გააკონტროლონ, ისინი თუ გაიფანტნენ მთელ მსოფლიოში დავალებებით, რაც მიღებული აქვთ და არ იციან, ამათ, რა აქვთ მიღებული, შემდეგ იქნება ჩვენი ქვეყანა შარში, თუ იქნება.

ეს არის საფრთხე, როდესაც ტერორიზმის გამო სანქცირებული უნივერსიტეტი მუშაობს, ჯგრიალებს ამ ქვეყანაში, ზუსტად ამ პირობებში, ეს არის საფრთხე. მე რა უნდა დავასაბუთო? ამას დასაბუთება არ სჭირდება. მგონი, ტროტუარზე დგომაზე აქვთ კანონი მაგრამ ლოგიკურ მსჯელობაზე და უკვე მომხდარი ფაქტების გაანალიზების შედეგად გონივრულ ეჭვზე კანონი ჯერ არ აქვთ და შეიძლება ჰქონდეთ შემდეგ. წახალისება არის, როდესაც სუსი ამას არ უშლის ხელს, ეს არის წახალისება,- აღნიშნავს თარგამაძე.

ირანი თითქმის დასრულების პირასაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.  დონალდ ტრამპის განცხადებით, „ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ომი უკვე მოგებულია“.  „მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმდებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან - არ ვიცი, რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას შეეხებოდა. როგორც მან აღნიშნა, „ესენი არიან მოღალატე ჭორიკანები“.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე