სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან - არ ვიცი, რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას შეეხებოდა.  როგორც მან აღნიშნა, „ესენი არიან მოღალატე ჭორიკანები“.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 18

სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან - არ ვიცი, რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, „ესენი არიან მოღალატე ჭორიკანები“.

„სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან. ღალატს აქვს თავისი მორალური ზღვარიც. ადამიანი, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, სოცქსელებით გაგულიანებული, თავი ჰგონია, რომ არის რაღაცნაირად უმრავლესობის ხმის გამჟღერებელი. საქმე საქმეზე რომ მიდგება, გამოჩნდება, რომ არიან ჩვეულებრივი ჭორიკანები, თან მოღალატე ჭორიკანები და თან მოღალატე ჭორიკანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორი გონორით გამოდიან ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ბევრი ვნახეთ. არ ვიცი რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე. მნიშვნელოვანია და მივესალმები იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად იბარებს ყველას.

როდესაც ასეთი მდგომარეობაა, ახალი ომები იწყება, ახალი კონფლიქტები იწყება, ჩვენი მეხუთე კოლონა გამოდის და პირდაპირ სამიზნეებს აძლევს... ლამის კოორდინატების დონეზე აძლევს: ამას ესროლე, იმას დაარტყი, ამას დაესხი თავს, ეს ქენი, ის ქენი. ქვეყანაში გვყავს მეხუთე კოლონა.

2022 წელს ომი როცა დაიწყო, თითქოს აქ რუსული დივერსანტები იყვნენ შემოსულები და კედლებზე რაღაცებს ხატავენო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიღაც ხელოვანი კატას ხატავდა. ზუსტად ეს დივერსანტები გვყავს შიგნით, რომელიც წლების განმავლობაში კვებეს ფულით. იმიტომ არის დღეს ასეთი აგრესია დონორებისგან რომ იციან, ეს არხები გაჩერდება საქართველოს შიგნით მეხუთე კოლონის და მოღალატეების დაფინანსებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. ის უწყებაში უკვე მივიდა.

როგორც იქნა ვიპოვე ჩემი თავი და წარმოვადგინე სუს-ში- ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი არ მაქვს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.  როგორც თარგამაძემ აღნიშნა, სათქმელი ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ არ იცის, მოუსმენენ თუ არა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაშავებულია, თუმცა თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „არ ვიცი მისი პირველი სიტყვით გამოსვლა როდის იქნება“, - განაცხადა ბაგაიმ. ესმაილ ბაგაიმ მოჯთაბა ხემენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი არჩევა კონსტიტუციის შესაბამისად მოხდა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე