რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ცენტრს მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით დაარტყეს.
ბოლო მონაცემებით, რუსების იერიშის შედეგად, ქალაქ ხარკოვში 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვი.
ტერეხოვის ინფორმაციით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები დაზიანდა. ასევე, ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა.