უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში მხოლოდ ერთ თვეში 274 102 ლარი შევიდა

უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში მხოლოდ ერთ თვეში 274 102 ლარი შევიდა

24-07-2025 17:04
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 576

2025 წლის ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 274 102 ლარი შევიდა, ჯამში, იანვარ-ივნისში კი 990 165 ლარის მობილიზება მოხდა. აღნიშნულს მოწმობს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში უბილეთო მგზავრობისთვის გადახდილი ჯარიმების მოცულობა შემცირებულია. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ივნისში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 1 735 471 ლარი შევიდა.

ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარის ოდენობით.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს, იანვარ-ივნისში, სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტი 174 588 123 მლნ ლარით შეივსო. მხოლოდ ივნისში კი, გადახდილი ჯარიმებით ბიუჯეტში 38.557 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 7 მლნ ლარით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე