რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლებისას სამხედროები ბირთვული იარაღის გამოყენების დაგეგმვაში გაივლიან წვრთნებს

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლებისას სამხედროები ბირთვული იარაღის გამოყენების დაგეგმვაში გაივლიან წვრთნებს

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 118

რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სწავლებისას სამხედროები ბირთვული იარაღისა და ექსპერიმენტული რუსული რაკეტის, „ოერშნიკის“ გამოყენების დაგეგმვაში გაივლიან წვრთნებს.

ამის შესახებ განცხადება ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა ქვეყნის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე გააკეთა.

„ეს ჩვენთვის არის მთელი შეკავების მნიშვნელოვანი სტრატეგიული ელემენტი. როგორც ბელარუსის პრეზიდენტი მოითხოვს, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ვხედავთ შექმნილ სიტუაციაში ჩვენს დასავლეთ, ჩრდილოეთ საზღვრებს და მშვიდად ვერ მივადევნებთ თვალს მილიტარიზაციასა და სამხედრო აქტივობას. ჩვენ ვახდენთ ჩვენი ღიაობის დემონსტრირებას, მაგრამ დენთი ყოველთვის უნდა შეინახო მშრალად“, – განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთის და ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სამხედრო წვრთნები „დასავლეთი 2025“ 12-16 სექტემბერს გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე