სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად თანამშრომლებს გიორგი ცინცაძე წარუდგინა

სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად თანამშრომლებს გიორგი ცინცაძე წარუდგინა

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა რეგიონი
პოსტი ნახა: 110

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერიის თანამშრომლებს მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცინცაძე წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის მერიის ეფექტიანი მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის, ასევე, რეგიონის განვითარებისთვის.

გიორგი ცინცაძემ გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალური ძალისხმევით იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე, მიმდინარე პროექტების წარმატებით დასრულებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი მურვანიძეს მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე