რუსეთი 2026 წლის ოლიმპიადაზე თავისი დროშით ომის შეწყვეტის შემთხვევაშიც ვერ გამოვა. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, კირსტი კოვენტრიმ ინტერვიუში განაცხადა.
რუს სპორტსმენებს თებერვლის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება ინდივიდუალურ საფუძველზე მისცეს.
ზამთრის ოლიმპიადა 6-22 თებერვალს იტალიურ მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გაიმართება.