რუსეთმა წამების პრევენციის შესახებ ევროპული კონვენცია დატოვა

რუსეთმა წამების პრევენციის შესახებ ევროპული კონვენცია დატოვა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 63

რუსეთმა „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ ევროპული კონვენცია“ დატოვა.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შესაბამის კანონს ხელი უკვე მოაწერა.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთი თავის პრეტენზიას იმით ამართლებს, რომ წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენცია, ისევე როგორც მისი ორი ოქმი რუსეთში აღარ მოქმედებს.

მათივე ცნობით, კონვენციიდან გამოსვლის შემდეგ, რუსეთი აღარ იქნება ვალდებული, ქვეყანაში არსებულ ციხეებში საერთაშორისო ინსპექტორები დაუშვას.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი, რომელსაც რუსეთმა 1996 წლის 28 თებერვალს მოაწერა ხელი და რატიფიცირებულია 1998 წლის 28 მარტს, არა მხოლოდ კრძალავდა წამებას, არამედ ქვეყანას მის პრევენციას ავალდებულებდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე