რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია

18 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 194

რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 272 დრონი, ორი Kh-47M2 „კინჟალის“ ტიპის რაკეტა, ოთხი „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ორი „ისკანდერ-K“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 140 რუსული დრონი, სამი „ისკანდერ-K“-ს ტიპის რაკეტა, ერთი „კინჟალისა“ და ერთი „კალიბრის“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, 112 დრონი და თითო „ისკანდერ-K“-ს, „კალიბრისა“ და „კინჟალის“ ტიპის რაკეტა ლოკაციურად დაიკარგა.

რუსების თავდასხმის ძირითადი სამიზნე ქალაქი კრემენჩუკი იყო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე