პაატა მანჯგალაძე - იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, „არაფერი შეიცვლება“ ეს არის ის, რაც მათ უნდათ რომ დაგვაჯერონ - არ არის საჭირო თავდადება, საკმარისია თითოეული ჩვენგანის „არა" და რეჟიმი იშლება

პაატა მანჯგალაძე - იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, „არაფერი შეიცვლება“ ეს არის ის, რაც მათ უნდათ რომ დაგვაჯერონ - არ არის საჭირო თავდადება, საკმარისია თითოეული ჩვენგანის „არა" და რეჟიმი იშლება

17 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 154

თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით - „ეს მე არ მეხება" არის ბიძინას მთავარი მოკავშირე, რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ავტორიტარიზმი იბადება მაშინ, როცა ხალხი ჩერდება და ფიქრს წყვეტს."

„თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით. რეჟიმი იბრძვის ყოველი დღის მოგებისთვის, მაგრამ ყოველი მათი ახალი დღე არის ახალი ზიანი საქართველოსთვის. როცა დუმილი თანხმობას ნიშნავს, თავისუფლება ტოვებს ხალხს. „ეს მე არ მეხება" არის ბიძინას მთავარი მოკავშირე, რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს. თავისუფლებას გმირები არ სჭირდება, მას ვჭირდებით ჩვენ, ვინც არ დუმს, არ ნებდება და არ ეშინია. „ავტორიტარიზმი იბადება მაშინ, როცა ხალხი ჩერდება და ფიქრს წყვეტს." იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, "არაფერი შეიცვლება" ეს არის ის, რაც მათ უნდათ რომ დაგვაჯერონ. არ არის საჭირო თავდადება, საკმარისია თითოეული ჩვენგანის „არა" და რეჟიმი იშლება! დაიჯერე, ჩვენ ეს შეგვიძლია! თავისუფლება ღირს იმად, რომ არ გავჩუმდეთ და გავიმარჯვოთ!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე