რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა

7 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 242

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა უკრაინას 307 ტყვე გადასცა.

„რუსეთ-უკრაინას შორის 16 მაისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ 307 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ტყვეების გაცვლის პროცესი გაგრძელდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე