საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი პოლიტიკა
პოსტი ნახა: 98

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იქამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა საბა სხვიტარიძემ.

"სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეომასალა, ასევე გაიზიარა ყველა ის პრეტენზია და სამართლებრივი არგუმენტი, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება",- განაცხადა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ.

მოსამართლის განმარტებით, მან ჯარიმა ვერ გამოიყენა, რადგან წინა ჯარიმაც მას გადახდილი არ აქვს.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას. თუმცა, მოგვიანებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებას კვალიფიკაცია 120-ე მუხლზე შეუცვალა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამასთან, საბა სხვიტარიძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე მიუთითებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე