საბა სხვიტარიძის საქმეზე განაჩენი 3 სექტემბერს გამოცხადდება

საბა სხვიტარიძის საქმეზე განაჩენი 3 სექტემბერს გამოცხადდება

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 97

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის საქმეზე, რომელსაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, განაჩენი 3 სექტემბერს, 10:30 საათზე გამოცხადდება.

სწორედ ამ დღეს მოისმენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საბოლოო სიტყვას.

დღევანდელ სხდომაზე კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდება მას ედავებოდა, რომ სხვიტარიძის ქმედების შედეგად მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თუმცა, სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდება 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამასთან, საბა სხვიტარიძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე მიუთითებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე