ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთმინება რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის მიმართ მალე ამოიწურება.
მისი თქმით, ფინეთი და სხვა ევროპული ქვეყნები „ყველაფერს გააკეთებენ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრის დასრულება აიძულონ, მის მოკავშირეებზე დარტყმაა.
„ერთადერთი, ვისაც შეუძლია პუტინის დარწმუნება მშვიდობის დამყარებაში, უფრო აღმოსავლეთში არიან, ვიდრე დასავლეთში“, - აღნიშნა სტუბმა.
სტუბის მტკიცებით, მან დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ პუტინი ზელენსკისთან შეხვედრის გასაჭიანურებლად შეფერხების ტიპურ რუსულ ტაქტიკას იყენებს.