სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას - რუსული ტიპის „სამართლიანობა“

სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას - რუსული ტიპის „სამართლიანობა“

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 22

პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენების გამოტანას პარალელური სასამართლო პროცესების სერიაში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, მოსამართლეებს პოლიტიკურმა ლიდერებისგან დავალება საჯაროდ აქვთ მიცემული.

„არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამაჯერებელი ბრალდება და პოლიტიკურმა ლიდერებმა მოსამართლეებს საჯაროდ მისცეს დავალება. რუსული ტიპის „სამართლიანობა“! - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესს ესწრება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე