„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 1-ელი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პარტიებმა 4,877,977 ლარის შემოწირულება მიიღეს, აქედან ყველაზე მეტი 3,553,326 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, შემდეგ ადგილებზე კი „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ არიან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 1-ელი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პარტიებმა 4,877,977 ლარის შემოწირულება მიიღეს, აქედან ყველაზე მეტი 3,553,326 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, შემდეგ ადგილებზე კი „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ არიან

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 83

2025 წლის 1-ელი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 4,877,977 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან ყველაზე მეტი 3,553,326 ლარი — „ქართულმა ოცნებამ“ (73%). მეორე და მესამე ადგილზე „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2024 წლიდან 1.4 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2016 წლიდან კი — 15 მილიონი.

„2025 წლის ივლის-აგვისტოში ყველა პარტიამ ჯამში 4,877,977 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 73% - 3,553,326 ლარი „ქართულმა ოცნებაზე“ მოდის. კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში - მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2016 წლიდან თითქმის მილიარდი ლარის (997 მლნ) ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს.

ყველა პარტიამ ჯამში 4.9 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ 3.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 73%-ია.

„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლიდან 273 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი 997 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2024 წლიდან 1.4 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2016 წლიდან კი - 15 მილიონი.

2016 წლიდან ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 247 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს და 586 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.

„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 19-მა კომპანიამ 2016-2024 წლებში 8 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სუბსიდია მიიღო. ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას საბიუჯეტო სუბსიდია არ მიუღია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 106-მა პირმა 3,553,326 ლარი შესწირა, სულ „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნულ დონორებს პარტიისთვის 8 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული. საანგარიშო პერიოდში „ქართულ ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2016 წლიდან 997 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული, აქედან 273 მილიონი ლარის ღირებულების — 2024-2025 წლებში.

„გარდა ტენდერებისა, „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2016 წლიდან 14.9 მილიონი ლარის ოდენობის პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, აქედან 1.4 მილიონი — 2024-2025 წლებში.

სახელმწიფო შესყიდვების გარდა შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს მიღებული აქვთ სხვადასხვა საბიუჯეტო სუბსიდია. სულ საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ 19 კომპანიას ჰქონდა ასეთი სუბსიდია მიღებული ჯამური თანხით 8,2 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებული კომპანიების ფონზე, რადიკალურად განსხვავებული სურათია ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში. 2016 წლიდან ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 247 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს და 586 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას საბიუჯეტო სუბსიდია არ მიუღია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ დონორთა ჯგუფების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე