ფრანგული Mirage 2000-5 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინაში უახლოეს მომავალში - მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს გამოჩნდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ განაცხადა.
„მალე უკრაინის თავზე ფრანგული „მირაჟები“ იფრენს“, - განაცხადა ჟან ნოელ ბარომ.
მისი თქმით, მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინაში პირველი კვარტალის ბოლოს გამოჩნდება, როგორც ეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა 2024 წლის ივნისში განაცხადა, რომ უკრაინისთვის Mirage 2000 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას აპირებდა. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთი ქვეყანას პირველ ეტაპზე 6 თვითმფრინავს გაუგზავნის.