სახლის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

სახლის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

28-09-2025 14:13
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 383

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, მრავალჯერ ნასამართლევი შ.ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეეცადა უკანონოდ, ქურდობის მიზნით შეეღწია სხვის საცხოვრებელ სახლში, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა  შ.ჭ., ბრალდებულის სახით დააკავეს, რომელიც, ასევე, სხვადასხვა დროს 3 სახლის ქურდობის ფაქტზე არის მხილებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე