სტიქიას ებრძვიან ყვარელში, სადაც გადაუღებელი წვიმის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში ადიდებული მდინარე შოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ ბალღოჯიანში მისასვლელ გზას საძირკველი გამოაცალა.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდის და ადიდებული მდინარისგან დაზიანებული გზის საძირკვლის გამაგრება.
სამუშაოების განხორციელებაში ჩართულია – ყვარლის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და საქართველოს მელიორაცია.