შსს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დავაკავეთ

შსს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დავაკავეთ

28-09-2025 13:55
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 335

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1964 წელს დაბადებული მ.ო. დააკავეს.

მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 67 გრამი მარიხუანა ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი კარტრიჯები. ასევე, ამოღებულია რამდენიმე ათეული კანაფის თესლი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე