"საკუთარი ფეხით ასულა სასწრაფოში, მოწამვლაზე ჩვენც გვაქვს ეჭვი” – რას ჰყვება ვანო ნადირაძის თანამებრძოლი?

"საკუთარი ფეხით ასულა სასწრაფოში, მოწამვლაზე ჩვენც გვაქვს ეჭვი” – რას ჰყვება ვანო ნადირაძის თანამებრძოლი?

23-06-2025 16:47
პოსტი ნახა: 1537

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვანო ნა­დი­რა­ძე არა­საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ლაშა ძა­გა­ნაშ­ვი­ლი წერს, ვანო პრო­ტა­სივ ია­რის ქუ­ჩა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა - "ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ და მომ­ხე­დეთ“ - მის­წე­რა მან მე­გობ­რებს. შემ­დე­გი მე­სი­ჯით კი სა­კუ­თა­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გა­ა­ზი­ა­რა და და­წე­რა: "სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეთ“. მე­გობ­რებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად გაგ­ზავ­ნეს აღ­ნიშ­ნულ ლო­კა­ცი­ა­ზე და თა­ვა­დაც სწრა­ფად გა­ე­მარ­თნენ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის­კენ, თუმ­ცა ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ვანო უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

ნა­დი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, მის­მა მე­გობ­რებ­მა გა­მოთ­ქვეს ეჭვი, რომ ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ვანო ნა­დი­რა­ძე შე­საძ­ლოა მო­ე­წამ­ლათ. 

ლაშა ძა­გა­ნაშ­ვი­ლი ამბები.ჯი-ს ესაუბრება:

კი­ე­ვის ცენ­ტრში, არის ასე­თი ბარი - "პე­ჩერსკი". იქ ვი­ჯე­ქით 5 თუ 6 კაცი, მათ შო­რის ვა­ნოც, ჩვენ ჩაი დავ­ლი­ეთ, ცხო­ნე­ბულ­მა ვა­ნომ ყავა. კარ­გა ხანს ვი­სა­უბ­რეთ, სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კა­ზე. ვანო ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო. რომ და­ვი­შა­ლეთ, მე შინ წა­მო­ვე­დი, ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან 19 კი­ლო­მეტრში ვცხოვ­რობ. ჯერ კი­დევ გზა­ში ვი­ყა­ვი, მის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა რომ მო­მი­ვი­და, - "ძა­გან, ცუ­დად ვარ, მიშ­ვე­ლეო...". ჩემ­თან ერ­თად კი­დევ ერთი ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი იყო, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი ძა­ლი­ან კარ­გად იცის. რო­გორც კი ნა­წერს დავ­ხე­დე, პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თეთ, მა­შინ­ვე სას­წრა­ფო­ში დავ­რე­კეთ. ვა­ნო­საც კი არ გა­და­ვუ­რე­კეთ, რომ დროს არ დაგ­ვე­კარ­გა. მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, - ამა და ამ ტრა­სა­ზე, სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა­ში ზის სამ­ხედ­რო პირი, რო­მელ­საც გული აწუ­ხებს - მეთ­ქი და მა­შინ­ვე ჩვენც იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გავ­ქან­დით. 12-დან 15 წუთ­ში მი­ვე­დით ად­გილ­ზე და ვხე­დავთ ასეთ კადრს - ვანო ზის სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში. ჯერ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა ჩა­უ­ტა­რეს, მერე რა­ღაც დე­ნებ­ზე შე­ა­ერ­თეს, ამას გარ­და ათა­სი რამ გა­და­უს­ხეს... გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და ერთ-ერთი ექი­მი და გვი­თხრა, რომ ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნე­თო...

- ექი­მებს სხვა დე­ტა­ლე­ბი არ გა­მოჰ­კი­თხეთ?

- რა თქმა უნდა, გა­მოვ­კი­თხეთ, პირ­ვე­ლი რიგ­ში ის ვკი­თხეთ, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან სას­წრა­ფო­ში. რო­გორც გვი­თხრეს, ვანო სა­კუ­თა­რი ფე­ხით გად­მო­სუ­ლა მან­ქა­ნი­დან და სას­წრა­ფო­შიც თა­ვად ასუ­ლა. ერთ-ერ­თმა ექიმ­მა გვი­თხრა, - მთლად ჭარ­ხა­ლი­ვით წი­თე­ლი იყო, მაგ­რამ ლა­პა­რა­კი შე­ეძ­ლო, გვი­თხრა, - გული მა­წუ­ხებ­სო. სას­წრა­ფოს სკამ­ზე რომ დამ­ჯდა­რა, ექი­მებს ისევ უკი­თხავთ, ახლა რო­გორ გრძნობ თავ­სო და ვა­ნოს უთ­ქვამს, - აი, ახლა ვგრძნობ, რომ გო­ნე­ბა უნდა დავ­კარ­გოო და კი­დეც გა­ი­თი­შაო.

- წინა დღეს რო­გორ იყო, რა­ი­მე ინ­ცი­დენ­ტი ხომ არ მომ­ხდა­რა, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა ენერ­ვი­უ­ლა?

- არა, სხვა­თა შო­რის, წინა დღე­საც ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც თა­ვად ექი­მებ­მა გა­ა­კე­თეს მი­ნიშ­ნე­ბა - მან­ქა­ნა­ში ჩაყ­რი­ლი რედ­ბუ­ლის ძა­ლი­ან ბევ­რი ქილა და სი­გა­რე­ტის ნამ­წვე­ბი იყო. სა­ფერ­ფლე სულ სავ­სე იყო. გვი­საყ­ვე­დუ­რეს კი­დეც, ამ კაცს გული რომ აწუ­ხებ­და, რა­ტომ არა­ვინ ურ­ჩი­ეთ, რედ­ბუ­ლი, თა­ნაც ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ მი­ე­ღოო ან ამ­დე­ნი სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­დაო?

- მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თით­ქოს გული არ აწუ­ხებ­და...

- რო­გორ არა, გული აწუ­ხებ­და და შა­ქა­რიც ჰქონ­და. მო­წამ­ვლა­ზე ჩვენც გვაქვს ეჭვი - არ ვი­ცით, ჩვენ­თან შეხ­ვედ­რამ­დე ვინ­მე ნახა თუ არა... ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვი­ოთ. თუმ­ცა, ვი­ცით, რომ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მალე ექ­სპერ­ტი­ზა ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს. მე თვალ­და­ხუ­ჭულს მენ­დო­ბო­და, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ვით ვი­ყა­ვით. განაგრძეთ კითხვა 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე