ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი 27 ივნისს გამოცხადდება

ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი 27 ივნისს გამოცხადდება

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 119

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელია საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, განაჩენი 27 ივნისს, 13:30 საათზე გამოცხადდება.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

„დაცვის მხარემ უარი განაცხადა სამართლებრივ ფარსში მონაწილეობის მიღებაზე, ამიტომ დღეს ჩვენ არ გამოვკითხეთ მოწმეები და მტკიცებულებები არ გამოვიკვლიეთ. ვინაიდან აზრი არ აქვს. ნიკა მელიასთან მიმართებით ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. 27 ივლისს, 13:30 საათზე გამოცხადდება განაჩენი, რომელიც მოსამართლემ წინასწარ იცის. ნიკა მელია დღეს არის პოლიტპატიმარი, მასთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პარასკევს რას გამოაცხადებს მოსამართლე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მის საქმეში სამართლებრივი არგუმენტის მიღმა არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნება და როგორიც იქნება პოლიტიკური ნება, ისეთი იქნება განაჩენიც.

მოლოდინი მაქვს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ საპატიმრო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სულ რომ გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადოს მოსამართლემ, მას სხვა საქმეზე დამზღვევი პატიმრობა აქვს შეფარდებული. არც პროკურორსა და არც მოსამართლეს არ დაუმალავთ, რომ მათ ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა არ სურთ. აქ ყველაფერს ერთი ხელი და პოლიტიკური ნება მართავს“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე