სალომე ზურაბიშვილი - 8 პროევროპელი მომიტინგე დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა

სალომე ზურაბიშვილი - 8 პროევროპელი მომიტინგე დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 218

ტერორი საქართველოში: კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი დღეს: 8 პროევროპელი მომიტინგე დღეს დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არის რეპრესიები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას.

„ეს არის რეპრესიები, რომელსაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს და რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას“, - წერს ზურაბიშვილი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე