თორნიკე გოშაძის დედა - ჩვენი შვილები სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს! ბრძოლა ბოლომდე!

თორნიკე გოშაძის დედა - ჩვენი შვილები სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს! ბრძოლა ბოლომდე!

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 240

ჩვენი შვილები სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს! ბრძოლა ბოლომდე! - ასე მიმართა მსჯავრდებულ თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ თბილისის საქალაქოს ეზოში მყოფ მოქალაქეებს.

მას შემდეგ რაც აქციებზე დაკავებული 8 პირის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოცხადდა, მსჯავრდებულთა ახლობლებმა და მოქალაქეებმა სასამართლოს ეზოში საქართველოს დროშა გაშალეს. ისმოდა შეძახილები: „ბრძოლა ბოლომდე!” „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”

„9 თვეა ვიბრძვით ადვოკატებთან ერთად, შანსი ჰქონდა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს, რომ დღეს ისტორია დაეწერა. თურმე, მონობა ადვილია, საქართველოს სიყვარული ყოფილა რთული. ბიძინა ივანიშვილის მონები სხედან აქ. ეს პატიმრობა არის ირაკლი კობახიძის დამსახურება და ყველაზე დიდ სასჯელს მიიღებს.

ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი შვილებით. დღეს ისინი სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს. ბრძოლა ბოლომდე, ეს არის გამარჯვებული ბიჭების პროცესი!“ - განაცხადა მარიზი კობახიძემ.

მოქალაქეები სასამართლოს ეზოს ტოვებენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, „დამხობა რეჟიმს”.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე