სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და მან მიმართა ასეთ ზომას კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი მძევლად აიყვანეს, რათა ქვეყანა კრიზისში ჩაეგდოთ.
„სამხედრო მდგომარეობას ვაცხადებ, რათა დავიცვა თავისუფალი კორეის რესპუბლიკა ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან, რათა აღმოიფხვრას პრო-ჩრდილოკორეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც ძარცვავენ ჩვენი ხალხის თავისუფლებასა და ბედნიერებას. ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი კონსტიტუციური წესრიგი“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.