პროექტი ”საქართველოში მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თემების ინკლუზიის მშენებლობა” ხორციელდება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" მიერ, ერთიანი ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
არსებული პროექტის შესახებ ვრცლად გვესაუბრება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ის წარმომადგენელი - ციალა დარახველიძე.
პროექტი ხორციელდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე და მოიცავს 10 სამიზნე ქალაქს (გალი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წყალტუბო, ხონი, ამბროლაური, გორი, ქარელი, მცხეთა, თეთრიწყარო)
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მარგინალიზებულ და დაუცველ ჯგუფებთან მომუშავე სსო-ების ჩართულობის გაზრდას სოციალური პოლიტიკის, პროგრამებისა და სერვისების შემუშავებასა და განხორციელებაში. პროექტის მთავარი პრინციპია - არავინ დატოვო ყურადღების გარეშე (LNOB).
პროექტის სამიზნე ჯგუფი მოიცავს: შშმ პირებს, შშმ და სსსმ ბავშვის მშობლებს, მარტოხელა დედებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, დევნილებს, სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას და სხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებს.
პროქეტის ფარგლებში, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში, ჩატარდა კვლევა: - "სოციალურად დაუცველი თემის საჭიროებების, არსებული მომსახურებების ხარვეზებისა და გამოწვევების შესახებ." კვლევის ფარგლებში შეფასებულ იქნა სოციალური პროგრამების და მოსახლეობის სოციალური საჭიროებები, არსებული გამოწვევები და მდგომარეობის გაუმჯობესების გზები. კვლევის რესპოდენტები გახლდათ პროექტის ზემოთ ხსენებული სამიზნე ჯგუფი. კვლევის ძირითადი მიმგნებებიდან გამოიკვეთა შემდეგი:
- მოწყვლადი ადამიანების სოციალური მდგომარეობა რთულია და სოციალური დაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მათი ეფექტური სოციალური ფუნქციონირების მხარდაჭერას.
- ქვეყანაში არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი, საერთო მიზნებზე და შედეგებზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა.
- ფუნქციები და ვალდებულებები არასათანადოდ არის განაწილებული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის.
- ცენტრალური სოციალური პროგრამების დაფინანსება, ასევე გეოგრაფიული მოცვა, წლების მიხედვით მზარდია, თუმცა, ჯერ კიდევ ვერ ფარავს მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილს და ადამიანებს, განსაკუთრებით, მცირემოსახლეობიან და/ან მოშორებულ მუნიციპალიტეტებში.
- მუნიციპალური პროგრამები მწირია და ორიენტირებულია ძირითადად, მწვავე საჭიროებებზე რეაგირებაზე, ნაკლებად - პრევენციასა და გრძელვადიან შედეგებზე.
აშკარაა სამოქალაქო ცნობიერების ნაკლებობა. კერძოდ;
•მოწყვლადი ჯგუფების ადამიანებს ხშირად არ აქვთ ნათელი წარმოდგენა საკუთარ საჭიროებებზე,
•არ აქვთ განცდა, რომ ხელისუფლებისთვის მათ საჭიროებებზე რეაგირება მნიშვნელოვანია,
•არ აქვთ იმედი და მოლოდინი იმისა, რომ ამ საჭიროებების დაკმაყოფილება შესაძლებელია
•არ იციან, რომ ამ საჭიროებების დაკმაყოფილების სამართლიანი მოთხოვა მათი უფლებაა, რეაგირება კი ხელისუფლების ვალდებულებაა.
ასევე გამოიკვეთა არსებული გამოწვევები როგორიცაა : არაადაპტირებული საჯარო ინფრასტრუქტურა (შენობები, საგზაო და სატრანსპორტო, სტიგმა, სპეციალისტების დეფიციტი - (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, სპეციალური პედაგოგი.) შშმ პირთა დასაქმების ბარიერები და სხვა.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გორის მუნიციპალიტეტისთვის გაიცა შემდეგი რეკომენდაციები: სოფლებიდან მომსახურებებში ტრანსპორტირების ხელშეწყობა; მუნიციპალური (საქალაქო) სატრანსპორტო სისტემის ადაპტირება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; შშმ ბავშვთა საკურორტო რეაბილიტაციის მომსახურება; შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დანერგვა; საჭირო სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობა; მოწყვლადი ოჯახების მშობლების (მ.შ. შშმ/სსსმ ბავშვების მშობლების) გაძლიერების და პროფესიული გადამზადების და უნარების შეძენის, დასაქმებაში ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება ბავშვის პოზიტიური აღზრდისა და გავითარების საკითხებზე; სპორტული, სახელოვნებო-კულტურული წრეების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მ.შ. შშმ ბავშვებისთვის.
პროქეტის პარტნიორები არიან განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) არბაითერ - სამარიტერ - ბუნდი (ASB)