საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

5 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 192

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა  და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების  ფაქტებზე,  1990 წელს დაბადებული ლ.კ. და 1987 წელს  დაბადებული გ.ქ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლ იარაღები  და  საბრძოლო ვაზნები.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავა.

ცეცხლსასროლი იარაღებისა  და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების  ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე