საპროტესტო აქციაზე საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაა - პოლიცია მომიტინგეებს აკავებს

საპროტესტო აქციაზე საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაა - პოლიცია მომიტინგეებს აკავებს

21 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო. სამართალდამცავებმა ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.

დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, სამართალდამცველები მოწოდებდნენ დემონსტრანტებს გზა გაეთავისუფლებინათ. საბოლოოდ, „თბილისი მოლთან“ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს - ამ დროისთვის თბილისის შესასვლელთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.

მანამდეც არაერთხელ დაიძაბა ადგილზე ვითარება, პოლიციამ დააკავა აქციის მონაწილეები, მათ შორის ოპოზიციონერები ნიკა მელია და გიგი უგულავა.

პოსტი ნახა: 129


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!