მთავრობის დადგენილებით, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა.
დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.