ფილადელფიაში სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

ფილადელფიაში სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

01-02-2025 14:53
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი ბავშვი და პაციენტის დედა.

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი მექსიკის მოქალაქეა.

მექსიკაში დაფუძნებული კომპანია Jet Rescue Air Ambulance-ის ინფორმაციით, პაციენტი ფილადელფიაში მკურნალობის შემდეგ მექსიკაში ბრუნდებოდა.

„ამ დროისთვის, გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ“, - აცხადებს კომპანია.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

პოსტი ნახა: 174


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!