ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ტარიფებს დაუწესებს

ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ტარიფებს დაუწესებს

01-02-2025 02:39
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ტარიფებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.

„დავუწესებ თუ არა ტარიფებს ევროკავშირს? გინდათ გულწრფელი პასუხი, თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცა“, – განაცხადა ტრამპმა.

„აუცილებლად დავუწესებ ტარიფებს ევროკავშირს. არ ვღელავ ბაზრის რეაქციებზე. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ევროკავშირთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ტრამპმა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის შეიძლება განხორციელდეს ეს გადაწყვეტილება.

პოსტი ნახა: 254


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!